როგორც ჩანს "ინტერი" სერიოზულად ფიქრობს გაძლიერებაზე, რათა მომავალი სეზონიდან გუნდი კონკურენტუანარიანი გახდეს, ამისთვის "ნერაძური" გუნდში მონპელიეს ახალგაზრდა ნახევარმცველს – იუნეს ბელჰანდას იწვევს. საქმე იმაშია, რომ "ინტერის" სკაუტებს არაერთხელ უნახავთ ფეხბურთელი საქმეში, მაგრამ ახლა "ნერაძურიმ" ნაბიჯი გადადგა.
mercato365.fr–ის ცნობით, ფეხბურთელი მილანში მოიწვიეს, რათა "ინტერი" შიგნიდან ნახოს. ფეხბურთელის ყიდვით არა მარტო "ინტერია" დაინტერესებული. მისი შეძენა ასევე ლონდონის "არსენალს" და "პსჟ–ს" სურთ. ასევე ცოტა ხნის წინ მას "მანჩესტერ სიტიში" უშვებდნენ, მაგრამ სიტიმ სხვა ფრანგული კლუბის ტალანტს დაადგა თვალი – ედენ ჰაზარდს.
|