მასიმო მორატი როგორც ჩანს გაცხარებულია ინტერის ამჟამინდელი მდგომარეობით და მას გადაწყვეტილი აქვს გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს.
მილანელებს თითქმის გაფორმებული ჰყავთ უკვე ჯენოას ფორვარდი და ლიდერი როდრიგო პალასიო, თუმცა ისინი ამას არ ჯერდებიან და ახლა ჯოვინკოსთვისაც იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის იტალიელი ამჟამად იუვენტუსის საკუთრებაა, თუმცა იგი პარმაში ირიცხება იჯარის სახით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯოვინკოს იუვენტუსი ეპატიჟება, თუმცა თავად არ სურს ამ გუნდში დაბრუნება ფეხბურთელს.
დიდია იმის ალბათობა, რომ სებასტიანმა წელს დატოვოს საბოლოოდ პარმა და სათამაშოდ რომელმე დიდ გუნდში გადავიდეს.
|