მილანის "ინტერის” აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ერნესტო პაოლილომ დაკავებული თანამდებობა დატოვა. "ინტერის” ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოქვეყნებულია პაოლილოს მასიმო მორატისადმი მიმართვა. კლუბის ყოფილი გენერალური დირექტორი პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი წასვლის დრო მოვიდა.
ერნესტო პაოლილო "ინტერში” 2005 წლიდან მუშაობდა. მილანურ გუნდში შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მან წასვლა გადაწყვიტა.
მასიმო მორატიმ პაოლილოს შემცვლელი უკვე მოუძებმა. ამიერიდან, "ინტერის” გენერალური დირექტორი მარკო ფასონე იქნება, რომელსაც აქამდე "იუვენტუსსა” და "ნაპოლიში” უმუშავია.
|