"ლაციოს” სპორტული დირექტორის, იგლი ტარეს განცხადებით, მაურო სარატეს "ინტერისთვის” მიყიდვასთან დაკავშირებით, რომაელები მოლაპარაკებებს მალე გამართავენ.
მაურო სარატე "ინტერში” 2011 წლის აგვისტოში გადავიდა. კლუბებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, თუ მილანელებს არგენტინელის გამოსყიდვა მოუნდებათ, მათ 16 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
"სარატეს სატრანსფერო ფასი განხილვას არ ექვემდებარება. უახლოეს მომავალში, "ინტერის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გავმართავთ და ბევრი რამ გაირკვევა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები” – აცხადებს ტარე Radio Mana Mana-სთან საუბრისას.
"ინტერში” გადასვლის შემდეგ, 25 წლის სარატემ სერია A-ში 21 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.