მილანის "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ იტალიურ პრესას მილანელთა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განუცხადა.
"სტრამაჩონის პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ მან უკვე გაახანგრძლივა კონტრაქტი 2015 წლამდე”, –იუწყება მორატის სიტყვებს Football Italia.
36 წლის სპეციალისტმა "ინტერის” თავკაცის პოსტზე კლაუდიო რანიერი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან ამა წლის 26 მარტს გაუშვეს. მანამდე სტრამაჩონი "ინტერის” ახალგაზრდული გუნდს წვრთნიდა.