იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ სკუადრა აძურას გაფართოებული, 32 – კაციანი განაცხადი დაასახელა.ეს ფეხბურთელები რამდენიმე კვირის განმავლობაში კოვერჩიანოს სამწვრთნელი ბაზაზე ივარჯიშებენ და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელთა სრული სია.განაცხადში 7 ბიანკონეროა, მრავლადაა ახალი სახეებიც.
მეკარეები : ჯანლუიჯი ბუფონი ( "იუვენტუსი” ), სალვატორე სირიგუ ( "პსჟ” ), ემილიანო ვივიანო ( "პალერმო” ), მორგან დე სანკტისი ( "ნაპოლი” )
მცველები : ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი ( სამივე "იუვენტუსი” ), იგნაციო აბატე ( "მილანი” ), დევიდე ასტორი ( "კალიარი” ), ფედერიკო ბალძარეტი ( "პალერმო” ), სალვატორე ბოკეტი ( "რუბინი” ), დომენიკო კრიშიტო ( "ზენიტი” ), კრისტიანო მაჯიო ( "ნაპოლი” ), ანჯელო ოგბონა ( "ტორინო” ), ანდრეა რანოკია ( "ინტერი” )
ნახევარმცველები : კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო, ემანუელე ჯიაკერინი (სამივე "იუვენტუსი” ), ლუკა ჩიგარინი ( "ატალანტა” ), დანიელე დე როსი ( "რომა” ), ალესანდრო დიამანტი ( "ბოლონია” ), რიკარდო მონტოლივო ( "ფიორენტინა” ), ტიაგო მოტა ( "პსჟ” ), ანტონიო ნოჩერინო ( "მილანი” ), ეიზიკელ სკელოტო ( "ატალანტა” ), მარკო ვერატი ( "პესკარა” )
ფორვარდები : ანტონიო კასანო ( "მილანი” ), მარიო ბალოტელი ( "სიტი” ), ფრანკო ბორინი ( "რომა” ), მატია დესტრო ( "სიენა” ), ანტონიო დი ნატალე ( "უდინეზე” ), სებასტიან ჯოვინკო ( "პარმა” )
|