35 წლის კოლუმბიელმა მცველმა ივან კორდობამ კარიერა დაასრულა. კორდობა 1999 წლიდან თამაშობდა "ინტერში” და ბევრი ტიტულიც მოიგო, ბოლო წლებში კი ძალიან მოაკლდა პრაქტიკა და ფორმალურადღა ითვლებოდა "ინტერის” ფეხბურთელად. კოლუმბიელს "ინტერში” დარჩენა სურს.
"მოთამაშის კარიერა დავასრულე, თუმცა კლუბში მუშაობა მსურს. ამ თემაზე უკვე ვესაუბრე "ინტერის” ხელმძღვანელობას. ალბათ, დამტოვებენ კიდეც” – უთხრა კორდობამ იტალიურ Ansa-ს.