ინდონეზიური ტურნედან დაბრუნებულმა "ინტერის" ვეტერანმა არგენტინელმა ნახევარმცველმა,ესტებან კამბიასომ "corriere dello sport"ს საინტერესო ინტერვიუ მისცა.
- მწვრთნელის შეცვლას როგორ შეეგუეთ? - ბევრი არაფერი შეცვლილა. უბრალოდ სტრამაჩიონის სახით, უფრო ახალგაზრდა და ამბიციური სპეციალისტი მოვიდა,რომელსას გამოცდილი მოთამაშეები გვერდში დავუდექით და სეზონი მაჟორულ ნოტაზე ჩავამთავრებინეთ.
-"ინტერის" კრიტიკა არ გაღიზიანებთ? - მხოლოდ ძლიერებს აკრიტიკებენ და ეს ერთგვარად სასიამოვნოცაა. ჯორდანზე, ფედერერსა და ნადალზე ჟურნალისტებმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ისინი გულშემატკივართთა თვალში ყოველთვის უდიდეს სპორტსმენად დარჩებიან. ასეა "ინტერიც" ოღონდ, აქედანვე პირობას ვდებ,რომ მომდევნოსეზონში ჩვენი გაკრიტიკების საფუძველი აღარავის ექნება. - "კატანიასთან" მატჩის დროს რატომ იტირეთ? -მწვრთნელისგან შეცვლა არ მწყენია და ამის გამო ნამდვილად არ ვტიროდი. უბრალოდ,მთლიანად გუნდს იმდენად რთული პერიოდი ედგა და ისეთი შაშინელი სიტყვები გამოითქმებოდა მასმედიის საშუალებით ჩვენ წინააღმდეგ, რომ თავს საშინლად ვგრძნობდი. ისეთი დათრგუნული ვიყავი, რომ რანიერიმ "მარსელთან" სეზონის ეღ ერთი უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში არ მათამაშა და სწორადაც მოიქცა, რადგან მოედანზე რომ გავსულიყავი, ხეირიანს ვერაფერს გავაკეთებდი.
-კარიერის განმავლობაში რობერტო მანჩინისთან, ჟოზე მაურინიოსთან,რაფაელ ბენიტესთან,ლეონარდოსთან, ჟან-პიერ გასპერინთან, კლაუდიო რანიერისთან და ანდრეა სტრამაჩიონთან მოგიწიათ მუშაობა და არც ერთ მწვრთნელის დროს ძირითად შემადგენლობაში ადგილი არ დაგიკარგავთ. რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო? - არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ ვცდილობდი თითოეულის მიერ მოცემული დავალებები მაქსიმალური სიზუსტით შემესრულებინა, რასაც თავს წარმატებიტ ვართმევდი და ამით მათ ნდობას ვიმსახურებდი.
- მომდევნო სეზონსი რა მიზნები გექნებათ? - ხომ გითხარით, ძველ დიდებას აუცილებლად დავიბრუნებთ და ამას წინ ვერაფერი დაუდგება. გასულ სეზონსი ფორტუნამ ზურგი გვაქცია და თანაც, უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა.
-იქნებ თქვენმაინც გვითხრათ, "ინტერში" "არგენტინული კლანი" მართლაც არსებობს? - ამ თემამ წინ მაშინ წამოიწია, რაც ძლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. მაშინ ყველა "ინტერისტამ" ზლატანის სიტყვები ხუმრობით აღვიქვით და დარწმუნებული ვარ, მასაც ასეთ კონტექსტში ჰქონდა დაწერილი, მაგრამ თქვენი კოლეგების ამბავი ხომ იცით? უმალ ბუზი სპილოდ აქციეს და თავის ჭკუაში სკანდალი "გამოადნეს"
- შეუძლია "ინტერს" მომდევნო სეზონში "იუვენტუსს" სკუდეტოსთვის ბრძოლაში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს? -თვით "ბარსელონამაც" კი ვერ შეძლო ქვყნის ჩემპიონატის ზედიზედ ოთხჯერ მოგება და ზოგ-ზოგიერთები რატომღაც ჩვენგან წელსაც გაპირველებას ელოდნენ. არა, ბუნებრივია, "ინტერის" გულშემატკივრები მაქსიმალისტები უნდა იყვნენ და მკაცრი მოთხოვნები წაგვიყენონ, მაგრამ ასეთ კონკურენციის პირობებში მართლაც ძნელი იყო გალიდერება. სტრამა რომ მოვიდა, "იუვე" უკვე 26 ქულიტ გვისწრებდა, ახალ სეზონს კი თანაბარ მდგომარეობაში დავიწყებთ და მჯერა,ანდრეას ხელში უძლიერესის წოდობას მოვიპოვებთ.
- "ბებერმა ქალბატონმა" სამი ვარსკვლავი დაიმსახურა? -ტურინელები თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ჩამორთმეულ სკუდეტოებს მისტიროდნენ და რაღაც-რაღაცეების აღნიშვნა ავიწყდებოდათ. "ინტერის" ვითომდა შავ-ბნელ საქმეებზე გაუთავებლად რომ საუბრობენ, იმას რატომ არავინ ამბობს, რომ წელს სკუდეტოს მოგებასი "იუვენტუსს" მსაჯებმა ხელი გვარიანად რომ შეუწყვეს? ვისაც მეხსიერება ღალატობს, შევახსენებ რამდენი სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს "მილანს", რომლის შედეგადაც როსონერიმ გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა და ბიანკონერის ლიდერის პოზიციაზე დამკვიდრების საშვალება მიეცა.
- მაურინიოს და მანჩინის გამარჯვება მიულოცეთ? - ჟოზესგან ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას ველოდი, მანჩიოს "სიტის" წარმატებებმა კი მართლაც სასიამოვნოდ გამაკვირვა, "ქალაქელები" მომდევნო სეზონში კიდევ უფრო კარგად ითამაშებენ და საკუთარ კლასს ჩემპიონთა ლიგაზეც დაამტკიცებენ.
-რატომ გაუჭირდა დიეგო ფორლანს იტალიის ჩემპიონატში შესაძლებლობების სრულიად წარმოჩენა? - როცა მთლიანად გუნდი ცუდად თამაშობს, ცალკეულ ფეხბურთელებსაც არაფერი გამოსდით. დიეგო მილიტოს გარდა ვერ დამისახელებთ ნერიაძურის ვერც ერთ მოთამაშეს, რომელიც გასული სეზონში მოწოდების სიმაღლეზე იყო. დამერწმუნეთ, მომდევნო წელს ტიფოზები სულ სხვა ფორლანს იხილავენ.
-პალასიოს მოსვლა ურუგვაელის პოზიციებს ხომ არ შეასუსტებს? - როდრიგოს ეროვნული ნაკრებიდან კარგად ვიცნობ და ისიც ვიცი, თუ რაოდენ სასარგებლო ფეხბურთელია. კარიერის დასაწყისში უფრო უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზე ასპარეზობდა, აპენინებზე გადმობარგებულმა კი წინ წაიწია და ასისტენტობის გარდა, გოლეადორობაც შეითავსა. ფორლანს და პალასიოს სტრამაჩიონის მიერ განხორციელებული როტაციის წყალობით, თავის გამოჩენის საშუალება თანაბარი დონით მიეცემათ და ვინც უკეთესად წარმოაჩენს თავს, ის დაიმკვიდრებს ძირითადად შემადგენლობაში ადგილს.
- ლავესის "გაინტერელების" ამბავი მართალია? -31 აგვისტომდე პრესაში კიდევ იმდენი რამ დაიწერება, ყველაფერს რომ დაუჯერო, ადამიანი ჭკუიდან შეიშლები. როგორც ვიცი, საქმე ვარაუდის დონეზეა და თუ ესეკიელით მასომო მორატი მართლაც დაინტერსედა, ჩემგან დადებით რეკომენდაციას აუცილებლად მიიღებს.
|