დღეს ინტერის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა, რომ მილანური გრანდი კოპა იტალიის დასრულების შემდეგ ეზეკილ ლავეცის გადაბირებას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ კოპა იტალიის ფინალი 20 მაის გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს იუვენტუსი და ნაპოლი დაუპირისპირდებიან.
ლავეცის სატრანსფერო თანხა 31 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ინტერის გარდა ამ თანხის გადახდაზე მანჩესტერ სიტიც მზად არის, ასე რომ მილანელებს უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევთ.
|