მილანის ინტერის რუმინელმა მცველმა კრისტიან კივუმ ზაფხულში შესაძლოა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს.
31-წლის მცველი,რომელსაც ნერაძურისთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება,ვერა და ვერ უთანხმდება ინტერის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის პირობებზე.
ეს ინფორმაცია კივუს აგენტმა რუმინულ პრესასთან საუბარში დაადასტურა:
"ვფიქრობ,რომ ინტერთან შეთანხმება ძალიან შორსაა.ისინი იმაზე ძალიან ცოტას გვთავაზობენ,რასაც ჩვენ ვითხოვთ.ჩემს კლიენტს შემოთავაზებები უცხოეთიდან აქვს.მაგრამ ინტერს კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ,შემოგვთავაზოს იმდენი რამდენიც ჩვენ გვსურს.წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვიძლია განვაცხადოთ,რომ ინტერმა კრისტიანი თავად გაუშვა",-განაცხადა მცველის აგენტმა იოან ბეკალიმ.