მილანის "ინტერის” მცველი კრისტიან კივუ თავის გუნდს "მილანთან” იტალიის ჩემპიონატის უახლოესი ტურის მატჩში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ Tutto Mercato იუწყება.
საქმე ისაა, რომ 31 წლის რუმინელს კვლავაც კოჭის ტრავმა აწუხებს. თავდაპირველად, "ნერაძურის” ექიმები გუნდის სამწვრთნელო შტაბს აიმედებდნენ, მაგრამ სადღეისოდ, დერბი დელა მადონინაში მცველის თამაში გამორიცხულია.
იტალიური მედიასაშუალებების ცნობით, მილანურ დერბის "ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტიც დააკლდება.
axalgazdebi tu ar atamashe da ar mieci imis sashvalebas ro ganvitardnen yidvas ra azri akvs ? coutinio ver gamoviyenet espaniolshi ki kargad tamashobs da ert erti lideriaaa