მილანის "ინტერის” მცველმ ივან კორდობამ განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბს დატოვებს. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა "ნერიაძურის” ფანებს ღია წერილით მიმართა.
"ძვირფასო გულშემატკივრებო, ხვალინდელი დერბი ჩემთვის უკანასკნელი შანსია, ვითამაშო "ჯუზეპე მეაცაზე”. მე ვესაუბრე პრეზიდენტს, დირექტორებსა და მწვრთნელს, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე. ახლა მთლიანად დამდეგ მატჩზე ვარ კონცენტრირებული, ჩემს მომავალზე კი ოდნავ გვიან ვისაუბრებ. "ინტერთან” ერთად 13 ბრწყინვალე სეზონი ჩავატარე. თქვენი მხრიდან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ – იყო რთული პერიოდები, იყო დიდი გამარჯვებებიც”, – აღნიშნა კორდობამ.
35-წლის ფეხბურთელი მილანური კლუბის ღირსებას 2000 წლიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ 453 მატჩში კორდობა გოლით 18-ჯერ გამოირჩა.