იტალიური ნაპოლის არგენტინელი თავდამსხმელი, ეზიკელ ლავესი ფიქრობს გუნდის შეცვლას.
"მე არ გამოვრიცხავ ნაპოლის დატოვებას. მიუხედავად იმისა, რომ რაიმე ოფიციალური მოლაპარაკება რომელიმე კლუბთან ჩემს აგენტს ან კლუბის ხელმძღვანელობას არ ჰქონია. ამ ეტაპზე არცერთ კლუბთან არ ვაწარამოებთ მოლაპარაკებას," - განაცხადა ლავესიმ.
"თუ რომელიმე კლუბისგან ჩემთვის დამაკმაყოფილებელ წინადადებას მივიღებ, ნეაპოლს დავტოვებ."
შეგახსენებთ, რომ არგენტინელით დაინტერესებულნი არიან მილანის ინტერი და ფრანგული პსჟ.