"გაძეტა დელო სპორტის" რედაქციის სტუმარი ამჯერად "ნაპოლის" არგენტინელი მოიერიშე ესეკილ ლავესი იყო. - როგორი ბავშვობა გქონდათ? - სახლში სათამაშოებს არ ვაჭაჭანებდი და მხოლდ ბურთით ვერთობოდი. შედეგიც სახეზეა(იცინის). - როგორია თქვენი მშობლიური ქალაქი ვილა გობერნადორ გალვესი? - როსარიოს გარეუბანია,სადაც დაახლოებთ 50 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ხალხი იმისთვის მუშაობს, ფული იშოვოს და როსარიოში გადავიდეს საცხოვრებლად. - ფონდიც გქონიათ დაარსებული, სახელად "სამხრეთის ბავშვები", რომელიც თქვენს მშობლიურ ქალაქში მცხოვრებ პატარებს ეხმარება... - იდეა ჩემი ძმის გახლდათ, მე კი მხოლოდ დავაფინანსე. ამით ვცდილობთ იმ ბავშვებს დავეხმაროთ, რომლებიც მცირე ასაკშივე ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი ხდებიან. - თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ... - ჩემი მშობლები როცა გაშორდნენ, სულ რაღაც 2 წლის ვიყავი და ამის გამო უფროსი და-ძმის სახლში ვიზრდებოდი. ფეხბურთელი რომ არ გამოვსულიყავი რა ვიქნებოდი? ჰმ, არავინ იცის. 16 წლის ვიყავი ჩემს იტალიაში გადაბარგებას რაღაც ბიუროკრატიული საკითხები ხელს უშლიდა, რამაც ერთი პირობა გადამაწყვეტინა ძმის კვალად ელექტრიკოსობა მესწავლა,თუმცა საბოლოოდ გაუგებრობა მალევე მოგვარდა და ბურთის გორება განვაგრძე. - თქვენი მშობლები თქვენს თამაშს უყურებენ ხოლმე? - არა, რადგან ორივეს თავ-თავიანთი ოჯახები და შვილები ყავთ. ეს ფაქტი არ მწყინს და მათთან ადამიანურ ურთიერთობას ვინარჩუნებ. - როდის მიხვდით, რომ თქვენგან კარგი ფეხბურთელი დადგებოდა? - 2003-2004 წლების სეზონში "ესტუდიანტესში" იმდენად კარგად ვითამაშე, რომ "ჯენოამ" ამიყვანა და მაშინ მივხვდი, რომ შემეძლო ფეხბურთით უამრავი ფული გამომემუშავებინა. - რა არის თქვენთვის დიეგო მარადონა? - ის რაც თითოეული არგენტინელისთვისაა -კერპი. - დაბოლოს, გვითხარით ბოლოს და ბოლოს, აპირებთ "ინტერში" გადაბარგებას? - უკომენტაროდ
|