"მილანთან" წარმატებული გამოსვლის შემდეგ "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა რომ ანდრეა სტრამაჩიონი "ინტერიში" დარჩება. გუნდს რომ გაძლიერება ესაჭიროება ეს ნათელია ამისთვის ყველა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ელოდება თუმცა, როგორც იტალიაში იტყობინებიან ნაპოლის პრეზიდენტთან უკვე ისაუბრა მორატიმ ლავეცის თაობაზე. მორატის უპირველესი მიზანია ნერაძურის რიგებში ითამაშოს ეზიკელ ლავეციმ. მისი სატრანსფერო ფასი შეადგენს 31 მილიონს. მისით ასევე დაინტერესებულია სხვა გრანდები თუმცა დე ლაურენტისს არ სურს დაკარგოს პანდევი. რომელიც მშვენივრად შეეწყო ახალ კლუბს და იჯარით იმყოფება ნეაპოლში ალბათ იქ დარჩება.
გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით რომ ბარტერში ჩაებმება მარკო დავიდე ფარაონი რომელიც საკმაოდ უსუსურად გამოიყურება ინტერის შემადგენლობაში. ასევე დიდი შანსია გუნდი დატოვოს ანდრეა რანოკიამ თუმცა ამას სასტიკად ეწინააღმდეგება მორატი რამეთუ მას სჭირდება რანოკია გუნდის გაახალგაზრდავების მიზნით.
როგორც ჟურნალი
ESED ავრცელებს ინფორმაციას უკვე შეთანხმდნენ ლავეცი და მორატი. ლავეცის სურს რომ დააჩქაროს ეს ტრანსფერი რადგან ის ამ ბოლო დროს ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში.
წყარო -- Tuttomercatoweb
|