5 წლიანი კონტრაქტი, ნეაპოლის დატოვების სურვილი და მტკიცე გადაწყვეტილება კარიერის "ინტერში" გაგრძელების თაობაზე, ლავეციმ გადაწყვეტილება მიიღო, დღეს დაწერა La Gazzetta Dello Sport-მა.
ლავეცის უკვე აქვს სიტყვიერი მოლაპარაკება "ნერაძურისთან", მილანში მას თანამემამულე არგენტინელები ელოდებიან, მის მეგობარ გოგონასაც სურს მილანში ცხოვრება და არ სურს გადავიდეს "მანჩესტერ სიტიში" ან დაღესტანში. ერთი სიტყვით მან "ნაპოლის" ანიშნა, რომ "ინტერი" პრიორიტეტული ვარიანტია კარიერის გასაგრძელებლად.
"ნერაძურისთვის" "El Pocho"-ს თანხმობა შესანიშნავი კოზირია. ასევე არგენტინელმა რამდენიმე დღის წინ თავისი დაბადების დღე აღნიშნა იახტაზე, სადაც მან თავისი თანაგუნდელები დაპატიჟა და სავარაუდოდ გამოემშვიდობა მათ. ნებისმიერ შემთხვევაში ლავეცი ხვდება, რომ რაღაცა უნდა შეცვალოს თავის ცხოვრებაში, მაგრამ მან იცის, რომ ჯერ "ნაპოლი" და "ინტერი" ვერ შეთანხმდებიან.
საიდუმლო არაა, რომ ახლახანს ერთმანეთს დე ლაურენტისი და მორატი შეხვდნენ. "ნაპოლის" პრეზიდენტი ფეხბურთელის სანაცვლოდ 31 მილიონ ევროს ითხოვს, "ინტერს" ფასის დაკლება სურს თავისი ფეხბურთელების სანაცვლოდ. "ნერაძური" თანახმაა პანდევი გაუშვას, მაგრამ უარი თქვეს ფარაონის და ობის გაშვებაზე, მილანელები პაცინიზე და რანოკიაზე დაფიქრდებიან. La Gazzetta Dello Sport-ის ბოლო ინფორმაციის თანახმად შეიძლება ტრანსფერში ჟუან ჟესუსი ჩართონ, რომელიც "ნაპოლიში" იჯარის წესით ითამაშებს. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ პანდევს 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, იჯარის თანხა 7 მილიონი ევროა, რასაკვირველია "ნაპოლი" ამხელა თანხას არ გადაიხდის.
FC Inter News-ის ცნობით, საბოლოო მოლაპარაკებები გაიმართება უახლოეს დღეებში, მორატი და დე ლაურენტისი იტალიის თასის ფინალის შემდეგ შეხვდებიან ერთმანეთს, ამ შეხვედრაზე ყველაფერი გაირკვევა, რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი. ეს იქნება მოგვიანებით, ახლა კი ნაბიჯი გადადგმულია, ეს ეხება "ინტერსა" და ლავეცის შორის შეთანხმებას.
|