კრისტიან მაჯომ დაუშვა ალბათობა იმისა, რომ ეზეკილ ლავეციმ ''ნაპოლი'' დატოვოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. არგენტინელი ფეხბურთელით ''პსჟ'' და ''ინტერი'' დაინტერესდნენ, მაჯომ კი ხაზი გაუსვა, რომ თანაგუნდელები გაუგებენ ლავეცის თუ ის გუნდის დატოვებას გადაწყვეტს.
'ვიცით, რომ ზოგჯერ მას სურს კლუბის დატოვება. ფაქტი, რომ დიდი კლუბები იჩენენ ინტერესს კავანის და ლავეცის დამატებით, მიუთითებს იმაზე, რომ ''ნაპოლის'' ნაჩვენები ფეხბურთი ყველასთვის შესამჩნევია.' - აცხადებს მაჯო.
27 წლის არგენტინელს კონტრაქტი ნაპოლისთან 2015 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გავრცელებული ინფორმაციით მისი გამოსყიდვა 31 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.