მილანური დერბი სახელწოდებით "Derby Della Madonina” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დაძაბული ევროპული დერბია. გულშემატკივარი ყოველთვის მოუთმენლად ელის მილანისა და ინტერის დაპირისპირებას.ორივე გუნდი მიუხედავად იმისა თუ როგორ გამოიყურება მათი სეზონის მიღწევები, ამ მატჩისთვის სპეციალურად ემზადებიან. მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა.
მილანს ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, რათა ფეხდაფეხ მიჰყვეს და შანსი შეინარჩუნოს დაუმარცხებელ იუვენტუსთან. "ბებერ ქალბატონს” ამ სეზონში საკმაოდ კარგი მატჩების სერია აქვს და შანსიც დიდია, რომ 2003 წლის შემდეგ პირველად დაეუფლოს სერია ა-ს ტიტულს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩში ნერააძური გახდა გამარჯვებული ანგარიშით 1-0. მილანთან ურთიერთშეხვედრებში ინტერმა ბოლო წლებში უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო, გუნდში სერიოზული პრობლემებია. ამჟამად "შავ-ლურჯ რაინდებს” ახალგაზრდა მეტად პერსპექტიული მწვრთნელი წვრთნის, რომელმაც ინტერის პრიმავერას ევროპის თასი მოაპოვებინა. შესაბამისად ინტერში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
გოლის გატანის კარგი შანსები ექნება ზლატან იბრაჰიმოვიჩს. ყოფილ ინტერისტას, ახლა კი მილანის უდავო ლიდერს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს სეზონის ბოლოს. მან 30 მატჩში 26 ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მადონინებში ხშირია 2-1 ანგარიში, თუმცა ძნელია ივარაუდო, თუ რომელი გუნდი მოიგებს ამ ანგარიშით დღეს.
მატჩამდე ინტერის ბრაზილიელმა მეკარემ ჟულიო სეზარმა მკაფიოდ განაცხადა, რომ გუნდის თითოეული წევრი პასუხისმგებლობას გრძნობს გულშემატკივრის წინაშე ჩავარდნილი სეზონის გამო. სწორედ ამიტომ ისინი მაქსიმალურად ეცდებიან დერბიში გამარჯვების მოპოვებით მაინც გადაფარონ ეს ყველაფერი.
|