შაბათი, 29.06.2024, 01:14
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 19 » მასიმო მორატი მწვრთნელსა და ფეხბურთელებზე
15:45
მასიმო მორატი მწვრთნელსა და ფეხბურთელებზე


ერთი ხანობა, "ინტერის" პრეზიდენტი ჩრდილში იყო და ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბოდა, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და მასიმო მორატიც ხალხში გაერია და "რაი სპორტის" სტუდიაშიც მოხვდა, სადაც მას ჟურნალისტებმა კითხვები დააყარეს - სენიორ მასიმოს მეტწილად ფეხბურთელებზე მოუხდა მოკლე კომენტარების გაკეთება

ვესლი სნეიდერის შესახებ
სნეიდერი იმ იშვიათ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც მარტოს შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა.

ლიდერის თვისებებით არის დაჯილდივებული და შესაბამისად, გუნდისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. მისით არაერთი გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ინტერში" დავტოვო.

ლუსიო
რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. ეს ამბავი ცუდად მენიშნა და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ სხვა გუნდში გადაბარგდეს. იქნებ, ასეც სჯობდეს...

დიეგო ფორლანი
ფორლანი ჩამოყალიბებულია თავის სურვილებში და ძალიან უნდა, რომ კარიერა "ინტერში" გააგრძელოს. მის ამ პოზიციას ვაფასებ და მსიამოვნებს, მაგრამ აქ უკვე ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ამ თემაზე ანდრეა სტრამაჩონისთან ვაპირებ დალაპარაკებას და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.

მაურო სარატე
სტრამაჩონის სარატე ძალიან მოსწონს და დიდი სურვილი აქვს, რომ არგენტინელი შემტევი "ლაციოდან" გამოვისყიდით. ეს საკმარისი საბაბია საიმისოდ, რომ რომაელებთან მოლაპარაკება წამივიწყოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. შესაძლოა, ბარტერული გარიგებაც შედგეს და სარატე ამ გზით გადმოვიბიროთ.

დეიან სტანკოვიჩი
სტანკოვიჩს კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით სურს კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივება და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. სტრამაჩონი წინააღმდეგი არაა, რომ დეიანი გუნდში ჰყავდეს - ამიტომ, აქ განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედად.

ანდრეა სტრამაჩონი
მასთან ხელშეკრულება გავახანგრძლივე, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი მწვრთნელია და "ინტერს" დიდ წარმატებამდე მიიყვანს.

ახალი ენერგია შთაბერა გუნდს, ენთუზიაზმით აავსო შეგირდები, ეს კი გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ერთი სიტყვით, ანდრეას ბოლომდე ვენდობი და დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივართა იმედებს გაამართლებს.
ნანახია: 594 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 nerazuri  
0
sneijderi unda shevinarchunot,magis gayidva exla katastrofa iqneba,maset fegburtelebs xalxi natrulobs...zarate unda gamoisyidon yvela sheamchnevda ro stramachionis mosvlis shemdeg meti dro mieca satamasho da atamashda kidec... flag3

2 interi  
-1
celsac seriozuli yle gundi iqneba interi tu es futbalistebi ar daimates laveci da belhanda

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter