კვირა, 22.12.2024, 22:27
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 23 » მატერაციმ მაოურინიო გაიხსენა
15:08
მატერაციმ მაოურინიო გაიხსენა

ვერ გეტყვით, რამ გაახსენათ, თუმცა ფაქტი, მარკო მატერაცის ესპანური "მარკას" წარმომადგენლები  ტელეფონით დაუკავშირდნენ და მოკლე ინტერვიუ ჩამოართვეს.

- რატომაა ჟოზე მაურინიო "განსაკუთრებული"?
- ეს ეპითეტი ჟოზეზე მართლაც ზედ გამოჭრილია, რადგან მის ხელში აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი 100 კი არა, 110 პროცენტით იხსნება და შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს.

- რატომ დატოვა მან "ინტერი"?
- ამის გამო გული ახლაც კი მწყდება. კიდევ ერთი წელი რომ გაჩერებულიყო, "ინტერი" ტრიპლეტს ალბათ კიდევ შეასრულებდა. ეტყობა მაურინიოს ფლორენტინო პერესმა ძალზედ მაცდუნებელი წინადადებით მიმართა და მანაც მადრიდელთა წინადადებაზე უარი ვეღარ თქვა. არ გეგონოთ ფულზე ვლაპარაკობდე, ეგ მაუსთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო. პერესმა მას "ბარსას" ჰეგემონიის დამხობა სთხოვა და პორტუგალიელმა ასეთი გამოწვევა უყურადღებოდ ვერ დატოვა.

-"ბერნაბეულ" ფინალამდე იცოდით, მაურინიო რომ მიდიოდა?
- სეუ ჟოზემ ესპანეთში გადაბარგების გადაწყვეტილება ფინალამდე დიდი ხნით ადრე მიიღო და ამის შესახებ მეც ვიცოდი. როგორ არ ვცადე გადამერწმუნებინა,მაგრამ არაფერი გამომივიდა. რომ დარჩენილიყო ევროპის სუპერთასს და სკუდეტოს უპრობლემოდ მოვიგებდით, აი ჩემპიონთა ლიგაზე ამის თქმა კი მიჭირს, რადგან ამ ტურნირის ზედიზედ ორჯერ მოგება ურთულესი მისიაა, რომლის შესრულებაც ჯერ ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. ხომ ნახეთ, მაუმ პირველ წელს "რეალში" სამეფო თასი მოიგო,ახლა პრიმერა და მომავალ წელს ლიგასაც მოიგებს.

- მიუხედავად ამისა, ესპანეთში ამბობენ რომ "რეალი" ცუდ ფეხბურთს თამაშობს?
- როგორ შეიძლება ცუდ ფეხბურთს თამაშობდეს ის გუნდი, რომელიც 38 შეხვედრაში 100 ქულას დააგროვებს და მეტოქეთა კარს 121 ჯერ დალაშქრავს? ბოლოს და ბოლოს მაუს "რეალმა" უძლიერეს "ბარსელონას" მოუგო ჩემპიონატი და ეს გუნდი დაფასებას მხოლოდ ამის გამო იმსახურებს.

- გვარდიოლას წასვლაზე რას ფიქრობთ?
-ტიტო ვილიანოვა გვარდიოლას მარჯვენა ხელი იყო და შესაბამისად, "ბარსაში" არაფერი შეიცვლება. თუმცა, ვილიანოვა შეგირდებში ისეთივე ავტორიტეტით ვერ ისარგებლებს, როგორც გვარდიოლა და ამის გამო ასულგრანას სამეფო კლუბი მომდევნო სეზონშიც აჯობებს.

- "ოქროს ბურთი" ვის დარჩება?
- კარგია, რომ გამოკითხვა მარტო ჟურნალისტებს შორის აღარ ტარდება. ამ პრიზსა და მის პრესტიჟულობაზე წარმოდგენა მაშინ დამეკარგა, როცა "ინტერში" ყველაფრის მომგები და ჰოლანდიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამყვანი ვესლი სნეიდერი არ აღიარეს.

- ევრო 2012-ს ვინ მიგებს?
- ესპანეთი და გერმანია უძლიერესები არიან, რომელთათვის წინააღმდეგობის გაწევას საფრანგეთი და ჰოლანდია შეეცდებიან. რაც შეეხება იტალიას, ყველეფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ჩემპიონატის სადებიუტო მატში ესპანეთთან პრანდელის შეგირდები როგორ ითამაშებენ.
                                                   წყარო: fedenerazzurra.com
ნანახია: 604 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 interelia  
0
კარგი კი იქნებოდა მოუს დარჩენა მაგრამ რას ვიზავთ ვერავინ ვერ დაიჭერდა... მე იმის ედას შევეცი ვინც იმ სეზონში სნეიდერი არ აღიარა საუკეთესოდ... აი მეც მგონია რომ წელს მოუ ლიგას მოიგებს და რეალიდანაც წავა

2 nerazuri  
1
yvelaze gul dasawyveti iyo jozes wasvla,tvitonac rogor tiroda,magari kacia dzaaan....interis gulshi yoveltvis inqeba eg kaci flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter