უკვე გახდა ცნობილი თუ ვინ განსჯის კვირას, 6 მაისს, მილანურ დერბის. მატჩის მთავარი არბიტრი ნიკოლა რიცოლი იქნება, მისი დამხმარეები იქნებიან ნიკოლაი და დი ლიბერატორე, მეოთხე არბიტრი - ლუკა ბანტი.
ნიკოლა რიცოლისთვის, 6 მაისს გასამართი მილანური დერბი უკვე მე-5 იქნება მის კარიერაში. მისი განსჯილი დერბი დელა მადონინას შედეგი ასეთია: 2 გამარჯვება "მილანის" ანგარიშზე, 2-იც "ინტერის".
პირველი დერბი: 2007 წლის 11 მარტი, "ინტერის" გამარჯვება, 2-1
მეორე დერბი: 2009 წლის 28 აგვისტო, "ინტერის" გამარჯვება, 4-0
მესამე დერბი: 2011 წლის 2 აპრილი, "მილანის" გამარჯვება, 3-0
მეოთხე დერბი: 2011 წლის 6 ივლისი, "მილანის" გამარჯვება, 2-1
მთლიანობაში ნიკოლა რიცოლის "მილანის" 28 მატჩი აქვს განსჯილი, მათ შორის "როსონერის" ანგარიშზე 15 მოგება, 4 ფრე და 9 მარცხია. "ინტერის" მატჩი მას 27-ჯერ აქვს განსჯილი: 15 გამარჯვება, 6 ფრე და 6 მარცხი.