კვირა, 29.09.2024, 00:19
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 23 » მილიტოს ლავესი და სკუდეტო უნდა
23:29
მილიტოს ლავესი და სკუდეტო უნდა
2014 წლის ზაფხულში, როცა დიეგო მილიტოს "ინტერთან" კონტრაქტი დაუმთავრდება, იგი უკვე 35 წლის იქნება და არგენტინელ ფორვარდს  ძალიან უნდა  ნერიაძურიდან აბარგებამდე კიდევ ერთი სკუდეტო მოიგოს. ამ და სხვა თემებზე მილიტო "GAZZETTA DELLO SPORT"-ის  ჟურნალისტს ესაუბრა.

- დიეგო, მოგვიყევით როგორ ცხოვრობთ მილანში?
- მეუღლე სოფიასთან და შვილებთან, 4 წლის ლეანდროსთან და 2 წლის აგუსტინთან ერთად  სან სიროს რაიონში ვცხოვრობ. ზოგს ძალიან გაუკვირდა, ცენტრიდან ასე მოშორებით რომ ვიყიდე ბინა, მაგრამ ახლა ვხდები, რომ კარგად მოვიქეცი. სახლში მოსვლისთანავე ვჭამ და შემდეგ ტელევიზორში ფეხბურთს ვუყურებ, ოღონდ მხოლოდ  იმ შემთხვევაში თუ ბავშვებს სძინავთ.

- "ინტერში" არგენტინული კლანი მართლაც არსებობს? 
- ბიჭები ერთმანეთთან მართლაც ვმეგობრობ, მაგრამ დანარჩენები გარიყულნი სულაც არ გვყავს.

- იტალიელი მეგობრები გყავთ?
- რა თქმა უნდა. ძმებმა დანილო და ჯანლუკა ტრაბუკოებმა მაყიდინეს სახლი და მათთან ჩინებული ურთიერთობა ახლაც მაქვს.

- ბავშვობიდან გინდოდა ფეხბურთელი ყოფილაყავთ? 
- არა, თავიდან მინდოდა საკუთარი ბიზნესი მქონოდა ოცნების ასასრულებლად უნივერსტეტშიც კი ჩავაბარე გამოცდები. შემდეგ კი ბურთის სიყვარულმა თავისი გაიტანა და ჩემი ძმის მსგავსად, მეც ფეხბურთით დავკავადი. ამის გამო მამა იმედგაცრუებული სულაც არ დარჩენილა, პირიქით ის ჩვენით ყოველთვის  ამაყობდა.

- მამათქვენი სად მუშაობს?
- საკუთარი მეტალურგიული კომპანია აქვს. ვერ ვიტყვი, რომ ფუფუნებაში ცხოვრობს, მაგრამ თავის სამყოფს შოულობს და საქმითაც ერთობა. ამასწინათ დაბადების დღე ჰქონდა, 58 წელი შეუსრულდა და ძმებმა იუბილე ორიგინალურად მივულოცეთ.

- მასიმო მორატისთვის არასოდეს გითხოვიათ,რომ "ინტერში" თქვენი ძმა, გაბრიელ მილიტო მოეყვანა?
- არა, რადგან გაბის ჩემთვის ამის შესახებ არ უთხოვია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იგი იტალიის ჩემპოიონატშიც შესანიშნავად ითამაშებდა. სამწუხაროდ, "სარაგოსას" შემდეგ ერთად თამაშის საშუალება არ მოგვეცა და ალბათ აღარც მოგვეცემა, რადგან კარიერის დასრულებას იმ აველანედას "რასინგში" ვაპირებ, რომელიც ჩემი ძმის ამჟამინდელი კლუბის, "ინდეპედიენტეს" უპრინციპულესი მეტოქეა.

- "ინტერი" კიდევ ერთი არგენტინელით ესეკიელ ლავესით გაძლიერდება?
- ლავესსისნაირ პარტნიორებთან ასპარეზობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მოხარული ვიქნები, თუ იგი აქ გადმობარგდება. ესეკიელს საოცარი სისწრაფე, ჩინებული დრიბლინგი და უდიდესი ფიზიკური ძალა აქვს, რის გამოც "ინტერს" დიდად გამოადგება.

- მატია დესტრომ, რომელსაც ნერიაძურიში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, განაცხადა რომ თქვენ მისი კერპი ხართ...
- დიახ, მაგის შესახებ მეც შევიტყვე და არ დაგიმალავთ, ძალიან მესიამოვნა. დესტროს მხარდამხარ ჯერ კიდევ მაურინიოს დროს ვვარჯიშობდი და მაშინვე ვატყობდი, მისგან კარგი თავდამსხმელი დადგებოდა.

-მაურინიო ახსენეთ, რომელმაც შთქვენი შესაძლებლობები მთელ  მსოფლიოს გააცნო...
- პორტუგალიელის ხელმძღვანელობით თამაშისას მართლაც დიდებული სეზონი ჩავატარე, თუმცა სიმართლე გითხრათ, კარიერის განმავლობაში არც ერთ მწვრთნელთან პრობლემები არ შემქმნია. განსაკუთრებით მადლიერი მარსელო ბიელსასი ვარ. თავიდან ნახევარდაცვაში ვთამაშობდი და ჩემში გოლეადორული თვისებები სწორედ  "ელ ლოკომ" აღმოაჩინა, წინ წამწია და მას შემდეგ ამ პოზიციაზე ვთამაშობ.

-სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირების პირველ სამეულში 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელები მოხვდნენ. ეს რაზე მიუთითებს?
- იმას, რომ გამოცდილება მაინც თავისას შვრება. ანტონიო დი ნატალე კი მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა და გული მწყდება, რომ მის მხარდამახარ არ ვთამაშობ.

- ლეონარდოს მწვრთნელობისას, ჯამპაოლო პაცინიმ ძირითადიდან ამოგაგდოთ, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა...
- მაშინ ლეონარდო აბსოლუტურად მართალი იყო, რადგან ოპტიმალური კონდიციებისგან შორს ვიყავი, პაცინის კი შესანიშნავი დროება ედგა. ჯამპაოლოსთან მეგობრობა მაკავშირებს გული დამწყდა, ჩეზარე პრანდელიმ  ევროპის ჩემპიონატზე მისი წაყვანა რომ არ ისურვა.

- თავდასხმაში თქვენი საუკეთესო პარტნიორი რომელი იყო?
- მილიტო - ეტო'ოს თავდასხმის დუეტი მართლაც დაუვვიწყარი იყო. თუმცა,  "ჯენოაში"ჯუზეპე სკულისთან და რაფაელე პალადინისთან ერთად ბურთაობასაც არაფერი დაეწუნებოდა.

- შეძლებს "ინტერი" ძველი დიდების დაბრუნებას?
- აუცილებლად და ძალიან მინდა , მომდევნო წელს სკუდეტო კიდევ ერთხელ მოვიგო.

- მერე რას იზამთ?
- ბუენოს-აირესში დავბრუნდები და ბურთაობის პარალელურად,სამწვრთნელოკურსებს გავივლი. თუმცა, მილანის სახლს არ გავყიდი, იტალიაში ხშირად ჩამოვალ და სტუმრად ჩემი საყვარელი კალაბრიული ძეხვით სიამოვნებით გავუმასპინძლდები.

ნანახია: 630 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
1 interelia  
1
ერთნაირი გემოვნება გვქონია დიეგიტო, ჩვენც გვინდა ლავესი და სკუდეტო. აბა ვნახოთ ახალი სეზონში რამდენჯერ გაგვახარებ... მე მჯერა შენი და არ გამიტეხო. პაცო რომ არ წაიყვანა სირმა პრანდელმა ეგ ჩვენთვის კარგია, დაისვენებს და ახალი სეზონისთვის მაქსიმალურად მოემზადება flag3 flag3 flag3 flag3

2 Giuseppe-Meaca  
1

3 Giuseppe-Meaca  
1
PAZOS USHVEBEN :dD

4 interelia  
1
aramgonia gaushvan...

5 Giuseppe-Meaca  
1
GADAWYVETILIA MGONI MORATIM TKVA ZARATES TRABSFERSHI PEXBURTELS CHAVRTAVO ADRE BAZARI IYO PAZINI LACIOSHI MIDISO SHEIDZLEBA GACVALON

6 nerazuri  
1
pazzinis kide kitxvis nishnis qvesh aris darcheba tu araa.....milito brwyinvaled moergo inters dza unda gaaagrdzelos goleaadoroba flag3 nel-nela ixveweba lavezis transferi aba shen ici morati gagvaxare flag3

7 beqa  
1
chemi deda vatire lavezi ro viyidot imena tu dedis piri ar vaginooo moratiss ambobs skaiti 30 mlionida waiyvaneti meti ragindat bliad:D

8 inter  
1
moratti ratomgac tavs ikavebs did transperebisgan

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter