ტურის გმირი ტურის საუკეთესო მოთამაშე დიეგო მილიტო გახლავთ, რომელმაც მილანური დერბის ბედი "ინტერის" სასარგებლოდ გადაწყვიტა და ამით, "იუვენტუსს" სკუდეტოსკენ გაუხსნა გზა.
არგენტინელმა ფორვარდმა ჯერ თამაშიდან გამოიჩინა თავი, შემდეგ კი ორი თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად და არა მარტო მატჩის, ტურის გმირიც გახდა. ნამატჩევს, დიეგო გახარებული გახლდათ და შემდეგი განაცხადა:
"გასულ სეზონში ჩავარდნა მქონდა და ბევრმა ჩამომწერა კიდეც, თუმცა ძალები მოვიკრიბე, არ დავნებდი და ყველას დავანახვე, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შემიძლია. მიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ჩვენ მოვიპოვებთ, რადგან ამას ნამდვილად ვიმსახურებთ".