იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო მინტის სურს, რომ იტალიის ჩემპიონატი 2-3 წლით გაუქმდეს. როგორც იცით, ორშაბათს რაომდენიმე ფეხბურთელი დააპატიმრეს, დაკითხეს და სახლებიც გაუჩხრიკეს. როდესაც მონტის კითხეს, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მან სენსაციური კომენტარი გააკეთა : " სამწუხაროა, როდესაც წამყვანი ქვეყანა ხარ და სპორტში, ახალგაზრდობაში, კონკურენციაში, სამართლიანობაში ამდენი სიცრუეა. მე ოფიციალურად არ შემითავაზებია ხელმძღვანელობისათვის, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება – მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი სიყვარულისა ფეხბურთის მიმართ – მართებული და შედეგისმომტანი იყოს სერია ა-ს ფუნქციონირების 2-3 წლით შეჩერება. ”