მილანის "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი თვლის, რომ სკუდეტოს ბედი არა "მილანის” ან "იუვენტუსის”, არამედ მისი გუნდის ხელშია. სერია A-ს ბოლოსწინა ტურში, "ინტერი” თანაქალაქელ "მილანს” დაუპირისპირდება. საჩემპიონო შანსების შესანარჩუნებლად, "როსონერის” მოგება სჭირდება.
"ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ერთ-ერთ გუნდს კარგ სამსახურს გავუწევთ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვისი გაჩემპიონება მინდა, მაგრამ ერთი ვიცი – "მილანთან” მოგებისთვის ვიბრძოლებთ.
გვაქვს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები? სერია A არაპროგნოზირებადი ტურნირია. "პარმასთან” გამართული მატჩის პირველ ტაიმში შესანიშნავად გამოვიყურებოდით, მაგრამ შემდეგ შეცდომების დაშვება დავიწყეთ. მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარ მწვრთნელს მაინც ვენდობი” – ციტირებს მორატის სიტყვებს Football Italia.
|