მთავარი » 2012»მაისი»2 » მორატიმ ჰოჯსონს ინგლისის ნაკრების ჩაბარება მიულოცა
12:42
მორატიმ ჰოჯსონს ინგლისის ნაკრების ჩაბარება მიულოცა
მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლუბის ყოფილ თავკაც როი ჰოჯსონს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა მიულოცა.
"ინტერი” და მთელი ჩემი ოჯახი მიესალმება როი ჰოჯსონის დანიშვნას ინგლისის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე, – "ნერიაძურის” პრეზიდენტის სიტყვებს Football Italia ციტირებს. – ამ პოსტზე მუშაობა ყველა ინგლისელი სპეციალისტისთვის პრესტიჟულია. ჰოჯსონმა ეს პატიოსნებისა და სიკეთის გამო დაიმსახურა. "ინტერისთვის” ის ნამდვილი მეგობარია”.
შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონი "ინტერში” 1995-1997 და 1999 წლებში მუშაობდა. ინგლისელმა სპეციალისტმა "სამ ლომთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.