კვირა, 22.12.2024, 23:36
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 12 » მოტა: “კამბიასოსთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა”
10:23
მოტა: “კამბიასოსთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა”
ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ტიაგო მოტამ განაცხადა, რომ მილანის "ინტერის” დატოვებას უფრო ადრე აპირებდა, ვიდრე ეს მოხდა. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა ყოფილი თანაგუნდელების შესახებაც ისაუბრა.

"ინტერი” იანვარში დავტოვე, თუმცა წასვლა უფრო ადრე მსურდა. გუნდისთვის ყველაფერი გავიღე. კლუბიდან წასვლის შესახებ პრეზიდენტ მასიმო მორატის ვესაუბრე, თუმცა შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ჩემი "სან სიროზე” შენარჩუნება გადაწყვიტა და მეც იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი, რამაც ძალიან გამაბრაზა”, – საუბრობს მოტა.

"ვალტერ სამუელი ძალიან კარგი ადამიანია. ნორმალური ურთიერთობა მქონდა ხავიერ ძანეტისთანაც, დიეგო მილიტოს კი "ჯენოაში” ასპარეზობიდან ვიცნობდი. რაც შეეხება ესტებან კამბიასოს, მასთან დალაგებული ურთიერთობა არ მქონდა. ჩვენ განუყოფელნი არ ვყოფილვართ”.

"ვიმედოვნებ, რომ ლეონარდო "ინტყერში” მწვრთნელად არ დაბრუნდება, ჩვენ ის "პსჟ”-ში გვჭირდება”, – დაასრულა მოტამ.
ნანახია: 618 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
1 nerazuri  
1
wadi she bozo,rebs igonebs exla vin icis...ra naglia ase,gairchet eg leonardo

2 Giuseppe-Meaca  
1
suratshi ra dgeshi arian lamis valsi icekvon

3 nerazzurri  
1
cadi da vnaxot ras miagcev mag pulis tomara gundshi

4 inter  
1
kai pexburteli iyo motta ---

5 interelia  
0
ra tqva gaugonari da cudi? ar mqonda katdi urtiertobao torem mtrebi viyavito xom ar utqvams?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter