როგორც ჩანს, "ინტერიდან" "მილანში" იჯარით მყოფ განელ მოთამაშეს, სალი მუნტარის "როსონერიში" დარჩენა სურს. 27 წლის მუნტარი "შავ–წითლებს" იანვარში იჯარის სახით შეუერთდა, მაგრამ იმედი აქვს, რომ "მილანთან" კონტრაქტს გააგრძელებს.
"ინტერი"? არა, მე "მილანში" მინდა," განუცხადა მუნტარიმ Goal.com–ს.
შეგახსენებთ, რომ სალი მუნტარიმ "მილანში" 13 მატჩი ჩაატარა, განელმა მოთამაშემ 3 გოლის გატანა მოახერხა.