სალი მუნტარი "მილანს" იანვარში არენდის სახით "ინტერიდან" შეურთდა. მისი კონტრაქტი "ნერაძურისთან" მომავალ თვეში იწურება და "როსონერის" ხელმძღვანელობას მისი კონტრაქტის გამოსყიდვა აქვს გადაწყვიტილი კიდევ ორი წლით.
მუნტარის უკავშირდება სერია ა-ს წლის მთავარი მომენტი, როდესაც "იუვენტუსის" კარში მისი გატანილი გოლი მსაჯმა უსაფუძვლოდ გააუქმა. გოლი, რომელსაც "მილანისთვის" შეიძლება სკუდეტო მოეტანა. ალეგრის სჯერა განელის და მის კლუბში დატოვებას აპირებს.
"მუნტარი "მილანში" დარჩება. ჩემი კლიენტი კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მუნტარის მიმდინარე კონტრაქტი "ინტერთან" პრაქტიკულად ფორმალობაა და აქ არანაირი პრობლემა არ იქნება. განელი უკვე ესაუბრა გალიანის სეზონის დასრულებისას და ისინი შეთანხმდნენ, რომ სალი "როსონერიში" დარჩება. გალიანიმ ბრწყინვალე ინტუიცია გამოავლინა. მან გაანალიზა მუნტარის ტრასნფერი. იგი მიხვდა, რომ განელი იყო ძალიან მოტივირებული და ის აუცილებლად გამოავლენდა თავის შესაძლებლობებს. "მილანი" მალევე გააფორმებს ოფიციალურად კონტრაქტს მუნტარისთან, ვიმეორებ მისი ახლანდელი კავშირი "ინტერთან" უბრალოდ ფორმალობაა" - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.