იტალიური "ჯენოას” ფორვარდ როდრიგო პალასიოს, რომელიც მილანის "ინტერში” 11 მილიონ ევროდ ზაფხულში გადავა, სურს, რომ მისი თანაგუნდელი "ნაპოლის” თავდამსხმელი – ესეკიელ ლავესი გახდეს. "ინტერში” კარგ დროს მივდივარ. მიხარია, რომ ამ კლუბის ნაწილი გავხდები. მილანელებს ჩემი შეძენა ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე სურდათ. საბედნიეროდ, გარიგება მაინც შედგა. უკვე 30 წლის ვარ და ძალიან გამიმართლა, ასეთ დიდ კლუბში თამაშის საშუალება რომ მომეცემა. "ინტერში” უკვე ირიცხებიან ისეთი ფორვარდები, როგორებიც ჯამპაოლო პაცინი და დიეგო მილიტო არიან, მაგრამ ვისურვებდი, ესეკიელ ლავესისაც ჩვენთან ეთამაშა. იმედია, ლავესი პსჟ-ში გადასვლას "ინტერს” არჩევს”, - განუცხადა არგენტინელმა Football Italia-ს. ჯერჯერობით, თავად 27 წლის ლავესი თავისი მომავლის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
|