კვირა, 22.12.2024, 22:48
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 15 » პრანდელი ნაკრების შესახებ
16:33
პრანდელი ნაკრების შესახებ
                          იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ჩეზარე პრანდელი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის წინ საკუთარ გუნდზე და მის ფეხბურთელებზე საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუს…
„როდესაც ფეხბურთელი ვერ ხვდება ეროვნულ ნაკრებში, ის ფიქრობს, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, თუმცა მე არჩევანი მათი დამსახურებების მიხედვით გავაკეთე. ძალიან მაინტერესებს ვინ უნდა მომეწვია დი ნატალეს ან ჯოვინკოს ნაცვლად.”

"რატომ ექვსი თავდამსხმელი? ეს სწორედ ის რაოდენობაა, რამდენიც ჩემს სათამაშო სქემას სჭირდება. სანამ ნაკრებში გამოვიძახებდით ჩვენ ყველა ფეხბურთელი დეტალურად შევისწავლეთ და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ ვის შეუძლია 100%-ით გაგვიწიოს დახმარება. "

"დღეს დღეობით აღარ არსებობს ცნება „ნომინალური თავდამსხმელი". ბალოტელის შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრ ფორვარდად ასევე შეტევის ფლანგებზე. იგივეს თქმა შეიძლება დი ნატალესა და ჯოვინკოზე.”

"კასანომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ევროპი 2012 წლის ჩემპიონატზე მოხვედრილიყო. ამ დაუოკებელი სწრაფვით მან ნაკრების მაისურის მიმართ უდიდესი სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურა. მე მომწონს ენთუზიაზმზე მოთამაშე ფეხბურთელები.”

"ვერატის ნაკრებში მოწვევის უამრავი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ეს მისი სათამაშო ხასიათია, რომელიც უკვე მის ასაკშიც იგრძნობა. მე მინდა მასთან მუშაობა გავაგრძელო და მისგან ანდრეა პირლოს შემცვლელი შევქმნა. აქვე დავძენ, რომ ჩვენ უყურადღებოთ არ ვტოვებთ არც სერია ბ-ს გუნდებს.

"ჯაკერინი ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში და იმედი მაქვს, რომ ის ამ ყველაფერს დაამტკიცებს.”

"დესტრო არ არის კლასიკური თავდამსხმელი პირდაპირი გაგებით, ის თანამედროვე თავდამსხმელია და მასთან მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ბოლომდე დავრწმუნდეთ იმაში, რომ ღირსია ატაროს ნაკრების ფორმა.”

"ჩვენ ეხლა უკვე აღარ დაგვრჩა ბევრი დრო მოსამზადებლად და ახალი ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ამიტომაც ვფიქრობ რომ ძირითადი სქემა 4-3-1-2 იქნება, რომლითაც შესარჩევი ციკლი ჩავატარეთ. მე მინდა მოქნილი გუნდი მყავდეს და ეხლა მთავარია სწორად დაბალანსება. რთულია თამაში აგებული იყოს მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე და მის პასუხისმგებლობაზე, თითოეული წევრი უნდა იყოს გუნდის შემადგენელი ნაწილი და მნიშვნელოვანი რგოლი, თუმცა ამავდროულად ნათელია, რომ გუნდში გვყავს ანდრეა პირლო, რომელიც ჩვენი უპირატესობაა. ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა ისეთი ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ყოლას, როგორიც არის ანდრეა.”

"მე არ მაქვს მინიმალური მიზნები, ყოველი მწვრთნელი რათქმაუნდა შინაგანად ფიქრობს ბოლომდე ბრძოლაზე და მომდევნო ორშაბათიდან ჩვენ უკვე აქტიურად ვიწყებთ მუშაობას, რათა მივაღწიოთ უდიდეს წარმატებას.”

"ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ახალ მოსული ვიყავი იტალიის ეროვნულ ნაკრებში, საკმაოდ დიდი კრიტიკა მხვდა წილად იმის გამო, რომ ნაკრებში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი მყავდა ტურინის „იუვენტუსიდან", თუმცა დღევადელი გადმოსახედიდან, რაც ამ ბიჭებმა სკუდეტო მოიპოვეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „იუვენტუსი" არის ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელიც ფიქრობს და აქცენტს აკეთებს ახალგაზრდა იტალიელების აღზრდაზე.”

” ჩემი მომავალი? მე ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან ვაფასებ იმ კონტრაქტს, რომელიც იტალიის ნაკრებთან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე მაკავშირებს, თუმცა პირველი დასკვნები უკვე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაკეთდება” – განაცხადა ჩეზარე პრანდელიმ.
ნანახია: 630 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter