"ინტერმა" "პარმასთან" მარცხის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიმცირა მესამე ადგილზე გასვლის შანსი. ხვალ მათ ხავიერ ძანეტი დაუბრუნდებათ. 38 წლის ვეტერანმა ბოლო 3 მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა იგი დერბის მწყობრში შეხვდება.
თუმცა, არგენტინელის დაბრუნების გარდა, "ინტერმა" დეიან სტანკოვიჩი დაკარგა, რომელიც სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ამიტომ ხვალ სერბის მაგივრად ძირითად შემადგენლობაში ენერგიული კოლუმბიელი ნახევარმცველი ფრედი გუარინი იქნება. კრისტიან კივუ და ლუკ კასტანიოსი ტრავმის გამო არ იქნებიან.
ანდრეა სტრამაჩონის შეტევის ხაზში აქვს საფიქრელი, მას გადასაწყვეტი აქვს ალვარესის და ძარატეს წყვილიდან რომელი დააყენოს ძირითადში სნეიდერი-მილიტოსთან ერთად.
"მილანი" ტიაგო სილვას გარეშე ჩაატარებს დერბის, ამიტომ ალესანდრო ნესტას მეწყვილე დაცვაში დანიელე ბონერა იქნება. მარჯვენა მცველად კი ინიაციო აბატე იდგება. დაბრუნდება ვან ბომელი, რომელიც ალეგრიმ ბოლო მატჩში დაასვენა, ასევე დაბრუნდა ურბი ემანუელსონიც, თუმცა ხვალ იგი სკამზე იქნება.
ალეგრის კასანოს და რობინიოსგან უნდა შეარჩიოს იბრას მეწყვილე, ხოლო შემტევი ხაზის უკან კევინ-პრინს ბოატენგი იმოქმედებს.
კვლავ არ იქნება კლარენს ზეედორფი. პატო და ინძაგი კი დიდი ხანია ტრავმირებულები არიან.
იცოდით?
● სტრამაჩონის თავკაცობით "ინტერმა" წინა ტურში პირველი მატჩი "პარმასთან" 3-1 წააგო.
● სერია A-ს ყველა ჩატარებულ დერბიში "ინტერი" ლიდერობს. (57 მოგება, 49 ფრე, 49 წაგება.)
● დიეგო მილიტომ ბოლო 5 დერბიდან 3 გოლი გაიტანა.
● "ინტერი" სამი ქულით ჩამორჩება "უდინეზეს" და "ნაპოლის", რომელიც 3-4 ადგილებს იყოფენ.
● "მილანმა" წელს ჩემპიონატში ყველაზე მეტი 70 გოლის გატანა მოახერხა.
● 2004 წლის ოქტომბრის შემდეგ "ინტერს" და "მილანს" ფრე არ უთამაშიათ.
● ალეგრის გუნდს 3 მატჩიანი მოგებების სერია აქვს, რითაც მათ მოახერხეს "იუვენტუსთან" სხვაობის შემცირება.
● ბოლო 7 დერბში 8 ფეხბურთელი გააძევეს. 5 "ინტერის" და 3 "მილანის".
მოსაზრებები
Goal.com-ის მკითხველთა მოსაზრებები: "ინტერის" გამარჯვება - 52.5%, "მილანის" გამარჯვება - 41.5%, , ფრე - 6%