ინტერის თავდამსხმელი დიეგო ფორლანი დღევანდელ დერბიში მილანის წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ინტერის გუშინდელ ვარჯიშზე ურუგვაელმა თავდამსხმელმა ქუსლის ტრავმა მიიღო.ტრავმის სერიოზულობა მაშინ გაირკვევა,როდესაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
სამედიცინო შემოწმებას ფორლანი უახლოეს დროში გაივლის,მაგრამ ახლა ასპროცენტიანი დარწმუნებით შესაძლებელია ვთქვათ,რომ მილანთან დიეგო ვერ ითამაშებს.რაც შეეხება მის თანაგუნდელს ანდრეა პოლის,მილანურ დერბიში ინტერს ისიც ვერ დაეხმარება,მას ტერფის ტრავმა აქვს.
|