ურუგვაელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა ბრაზილიურ ატლეტიკო მინეიროს სურს.
დიეგო ფორლანმა,2010-წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და ამერიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელმა,ამ სეზონში ინტერში თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.
არაოფიციალური ინფორმაციით,ატლეტიკო მინეირო დიეგო ფორლანს წელიწადში ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობს.
გარდა ამისა,ფორვარდისადმი ინტერესს კიდევ ერთი ბრაზილიური კლუბი გამოხატავს - კორინთიანსი.