ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ტოლდომ კიდევ ერთი სეზონი გაატარა "ფიორენტინაში" შემდეგ კი "ინტერს" მიაშურა. თავის დროზე ფრანჩესკო "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა!
"ინტერში" ტოლდომ ხუთჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა 4 სეზონის განმავლობაში ფრანჩესკო დამაჯერებლად ასპარეზობდა შემდეგ ძირითადში ადგილი ჟულიო სეზარს დაუთმო. დაბერებული ტოლდო უარს არ ამბობდა რეზერვის წევრობაზე, ბრაზილიელი გოლკიპერის ზურგს ამოფარებული თასებსა და მაღალ ხელფასს იღებდა. მისი კარიერის ბოლო წლებზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ვინ არის დამნაშავე ამაში? თავად გადაწყვიტა, რომ 15 წლის განმავლობაში ყველაფრის თქმა მოახერხა, რაც საჭირო იყო. გუშემატკივარი ამაზეც თანახმა იყო.
ტოლდომ წყნარად, ზედმეტი ხმაურის გარეშე გადაწყვიტა კარიერის დასრულება . მან უცაბედათ განაცხადა ინტერვიუში:
"შვებულებამ როგორ ჩაიარა? კარგად. კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან კარიერის დასრულებას ვაპირებ. მაგრამ მუშაობას გავაგრძელებ "ინტერის" სოციალურ პროგრამა "ინტერ კამპუს"-ში… გამოსამვიდობებელი მატჩი? არ მექნება გამოსამშვიდობებელი მატჩი!
დოსიე
ფრანჩესკო ტოლდო
ამპლუა:მეკარე
იტალიის ეროვნული ნაკრები: 28 მატჩი
საკლუბო კარიერა: "ტრენტო", იტალია(1991-92), "რავენა", იტალია(1992-93), "ფიორენტინა", იტალია(1993-01), "ინტერი", იტალია(2001-10)
თასები(მიღწევები): იტალიის თასის მფლობელი(1996, 2001, 2005, 2006, 2010), იტალიის სუპერთასის მფლობელი(1996, 2005, 2006, 2008), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2000), იტალიის ჩემპიონი(2005/06, 2006/07, 2007/08, 2008/09, 2009/10), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული(2009/10)
ინდივიდუალური მიღწევები: ევრო-2000-ის საუკეთესო მეკარე, სერია ა-ს საკეთესო მეკარე (2000)