შაბათი, 21.09.2024, 02:00
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 15 » რანიერი "გუნდმა იმაზე მეტი ქულა აიღო, ვიდრე ჩემი წინამორბედის მუშაობისას”
13:49
რანიერი "გუნდმა იმაზე მეტი ქულა აიღო, ვიდრე ჩემი წინამორბედის მუშაობისას”
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ მომავალი სეზონიდან, შესაძლოა, ფლორენციის "ფიორენტინა” გაწვრთნას.
ბოლო დროს, ამის ალბათობა იტალიურ პრესაში აქტიურად განიხილება და 60 წლის სპეციალისტმა, რომელიც მილანის "ინტერიდან” ცოტა ხნის წინ დაითხოვეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ჩემთვის დიდი პატივი იქნება "ფიორენტინაში” დაბრუნება. თუ შემოთავაზება რეალურად იქნება, სავარაუდოდ, ჩემი პასუხიც დადებითი იქნება. რაც შეეხება "ინტერში” გატარებულ პერიოდს, გუნდმა იმაზე მეტი ქულა აიღო, ვიდრე ჩემი წინამორბედის მუშაობისას”, - თქვა რანიერიმ.
კლაუდიო რანიერი "ფიორენტინას” 1993-1997 წლებში ავარჯიშებდა და 1996 წელს გუნდს ქვეყნის თასი და სუპერთასი მოაგებინა. ეს სპეციალისტი სხვადასხვა დროს "ვალენსიას”, მადრიდის "ატლეტიკოს”, "ჩელსის”, "იუვენტუსს” და "რომას” ავარჯიშებდა.
ნანახია: 549 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nerazuri  
0
wadi ra ranieri daimale sadme

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter