როგორც იცით, "ვესტ ბრომვიჩის" მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა დატოვა გუნდის აღნიშნული თანამდებობა და 4 წლით ჩაიბარა ინგლისის ეროვნული ნაკრები. მის ყოფილ თანამდებობაზე კი მრავალი კანდიდატი განიხილება და პრესაში ბევრი იწერება იმაზე, თუ ვინ იქნება ის ადამიანი, რომელიც "ვესტ ბრომიჩს" ჩაიბარებს.
როგორც ინგლისური პრესა იტყობინება, კლაუდიო რანიერი ჩაიბარებს "ვესტ ბრომვიჩს" ზაფხულში, რომელიც ამჟამად უმუშევარია, რადგან "ინტერში" მუშაობის დროს ცუდი შედეგების გამო მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა მენეჯერის პოსტიდან. წარსულში, მას ნამუშევარი აქვს "ჩელსიში" და იცის, თუ როგორ უნდა მოერგოს ინგლისურ კლუბებს. იგი სახელდება ყველაზე პერსპექტიულ ვარიანტად სხვა კანდინდანტებს შორის.
|