ბრაზილიელი მცველი ჟოზე მოურინიოს ძალიან ესიმპატიურება, ჯერ კიდევ ინტერში მუშაობის დროს პორტუგალიელმა მწვრთნელმა მაიკონს სრული ნდობა გამოუცხადა, ბრაზილიელმაც გაცემული ავანსები გაამართლა და ჟოზეს ტრიუმფალურ წინსვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მაიკონის შეძენას სამეფო კლუბი წინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ცდილობდა, მაგრამ მოლაპარაკებები არ შედგა, რადგან ინტერტის ხელმძღვანელობა არარეალურ თანხას ითხოვდა.
სატრასნფერო სესიებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება ამიტომ გუნდები გააქტიურებას გეგმავენ, სამეფო კლუბის მიზანი კი კვლავაც რჩება ბრაზილიელის შეძენა, რომელსაც უკვე ასაკიც "ეპარება".