მადრიდის "რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ იტალიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ოდესმე ძალებს სერია A-შიც მოსინჯავს.
"რეალში” თამაშით ძალიან ვამაყობ. აქ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ. როცა ფეხბურთელი ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ იღებს, მან კლუბი უნდა შეიცვალოს. ახლა "რეალში” ყველაფერი მაკმაყოფილებს, ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია”, – საუბრობს რონალდუ.
"სერია A-ს ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატების შემდეგ მესამე ადგილზე ვაყენებ, თუმცა იტალიის პირველობაც საკმაოდ ძლიერი ტურნირია. შესაძლოა, ოდესმე რომელიმე იტალიურ კლუბშიც ვითამაშო. როგორც ამბობენ, არასდროს თქვა არასდროს. სერია A-ში ასპარეზობენ ისეთი ძლიერი გუნდები, როგორებიცაა: "იუვენტუსი”, "მილანი”, "ინტერი”, – პორტუგალიელი ვარსკვლავის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი ციტირებს.