იტალიის ერთერთ ვებ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სან პაულოს პრეზიდენტმა ჟუვენალ ჟუვენსიომ პირველად დააფიქსირა მადრიდის რეალის მიერ ინტერესი ლუკას მოურაზე.
"მადირიდის რეალი არის იმ კლუბთაგან ერთერთი რომელიც დაინტერესებულია ლუკას მოურას შეძენით, ჩვენ ნამდვილად გვქონდა ფლორენტინო პერესთან კავშირი და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მას ძალიან მოსწონს ეს ფეხბურთელი"
მოურა და ნეიმარი უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელები არიან და ისინი ნამდვილად ითვლებიან სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის და ბრაზილიის ნაკრების მომავლად.
მოურას დაკარგვა არც სან პაულოს პრეზიდენტს სურს, მან განაცხადა: "ჩვენ ძალიან მოგვწონს ლუკასის თამაში, იგი უნიჭიერესია, სან პაულოში შესანიშნავად თამაშობს, დარწმუნებული ვარ ის ევროპაშიც გაიბრწყინებს მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მის დათმობას პატარა თანხის სანაცვლოდ, მოურა მხოლოდ და მხლოდ მაშინ დატოვებს კლუბს თუ მასში საკმაოდ დიდ თანხას შემოგვთავაზებენ"
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მოურათი ინტერი და ჩელსიც ინტერესდებიან, ინტერმა სან პაულოს ოფიციალურად შესთავაზა ბრაზილიელ ფეხბურთელში 25 მილიონი, მაგრამ ხელმძღვანელობის თქმით ეს არაა საკმარისი თანხა. ჩელსი კი როგორც ყოველთვის გამოირჩევა დიდი თანხების შეთავაზებით, მათ სამხრეთ ამერიკულ კლუბს 40 მილიონი შესთავაზეს, ბრაზილიურ და ლონდონურ კლუბებს ლუკას პიაზონის ტრანსფერის შემდეგ ერთმანეთში ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
interi fuls agarixdis da azrze ar var ra moxdeba egeni marti yidian talantebs balo ram gaashvebiat am sirebs to,ufarchakesma gundma gamogvagdo marselma chemi
ara ragac seriozuli transferi mzaddeba albat da magito ar xarjavs fuls.....da es lucasi aravin icis ra iqneba ..egre iyo quaresmac magram daikarga intershi saertod
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]