ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ისლანდიასთან მინიმალური სხვაობით მოგებით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქეს 74-ე წუთზე, დარციმელიას მიერ გატანილი გოლით სძლია.
ქართველთა გარჯა ფუჭად ჩაივლიდა, თავი რომ არ გამოეჩინა გერმანიას - პირველი ადგილის ვადაზე ადრე გამნაღდებელმა გერმანელებმა საფრანგეთის ნაკრები 3:0 გაანადგურეს.