სტადიონს ბოლოს რეკონსტრუკცია 90 წლებში ჩაუტარდა, ამის შემდეგ კი 20 წელი გავიდა.
15 ივნისს "სან-სიროზე" მადონას კონცერტი იგეგმება, ამის შემდეგ კი ამ არენას ისტორიაში ახალი ფურცლის ჩაწერა დაიწყება.
ბალახი ნატურალური დარჩება, თუმცა იქნება სინთეტიური ქსოვილების დამატება. რეკონსტრუკცია 250 000 ევრო დაჯდება და 5 კვირას გასტანს, ასე რომ, სტადიონი იქნება მზად უმასპინძლოს "ინტერის" მატჩებს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ახალი მოედანი ხელს "ინტერსაც" და "მილანსაც" უწყობს, რადგან ისინი ამით ფულს დაზოგავენ, ახალი ბალახი აღარ მოითხოვს ისეთ მოვლას, როგორიც აქამდე ნატურალურ ბალახს სჭირდებოდა.
ახალი გაზონი იქნება ისეთივე, როგორც "უემბლი" და "ემირეითსი", ამ სტადიონების დახურვა კი, ჯერ არავის უფიქრია.