საკმაოდ საინტერესო მატჩი გაიმართა ”სან პაულოზე”, სადაც ”ნაპოლიმ” ”პალერმოს” უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და მესამე ადგილისთვის ბრძოლისთვის უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ედინსონ კავანისა (პენალტით) და მარეკ ჰამშიკის გოლების წყალობით ვალტერ მაცარის გუნდმა სძლია სიცილიური კლუბს. ორივე გუნდი ერთმანეთის კართან საკმაოდ ჰქმნიდა მომენტებს, თუმცა ნეაპოლეტანელები ოდნავ უფრო ორგანიზებულნი იყვნენ დაცვაში და შეუდარებლები კონტრშეტევებზე, როდესაც დასაჯეს კიდეც ”პალერმო”.
ანდრეა პირლოს ჩაწოდება, კლაუდიო მარკიზიოს ზუსტი თავური და 1:0 — ასე გაიხსნა ანგარიში ”იუვენტუსისა” და ”ლეჩეს” დაპირისპირებაში, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად, 1:1 დასრულდა.
არადა, მთელი მატჩი ყველაფერი იმისკენ მიიწევდა, რომ უამრავი მომენტის გაფლანგვის მიუხედავად, ”იუვეს” მაინც არ უნდა გასჭირვებოდა სამი ქულის აღება, თუმცა ვაგლახ... ჯანლუიჯი ბუფონმა ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა: მან საკუთარ საჯარიმოში მურიელის მოტყუება სცადა, არ გამოუვიდა და შედეგად, ბურთი მის კარში აღმოჩნდა.
აი, ”ბიანკონერის” კონკურენტმა ”მილანმა” კი თავისი შეხვედრა შინ ”სან სიროზე” ”ატალანტას” მოუგო (2:0) და სხვაობა ერთ კინკილა ქულაღამდე დაიყვანა. ანგარიში მე-8 წუთზე სალი მუნტარიმ გახსნა და მატჩის ბოლომდე მაყურებელმა გოლი ვერ იხილა, სანამ 90-ე წუთზე რობინიოს თავური არ გამოდგა შედეგიანი.
”არტემიო ფრანკიზე” კი ”პარმამ” ”ინტერს” უმასპინძლა, აგებდა შეხვედრას და საბოლოოდ, ვისთვის მოულოდნელად, ვისთვის არა, 3:1 დაამარცხა თავის მილანელი მეტოქე.