კვირა, 22.12.2024, 23:20
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 4 » სერია A. XXXVII ტურის წინ: დიდი მილანური დერბი!
17:42
სერია A. XXXVII ტურის წინ: დიდი მილანური დერბი!


იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რასაკვირველია, კვირას ''სან სიროზე'' იმართება, სადაც დიად მილანურ დერბიში ერთმანეთის წინააღმდეგ ''ინტერი'' და ''მილანი'' წარსდგებიან.

სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს მნიშვნელობა ''როსონერისთვის'' უფრო აქვს, ვიდრე ''ნერაძურისთვის'': მოგეხსენებათ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის და იმის გამო, რომ წინა ტურში მისმა მთავარმა კონკურენტმა ''იუვენტუსმა'' საკუთარ მოედანზე ''ლეჩეს'' (1:1) ვერ მოუგო, სხვაობა ერთ კინკილა ქულაღამდე შემცირდა.

რაც შეეხება ანდრეა სტარამაჩონის გუნდს, ისინი მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან, თუმცა შუა კვირაში მათ ''პარმასთან'' (3:1) წააგეს, მე-6 ადგილზე ჩამოვარდნენ და სანუკვარ ზონას 3 ქულით დაშორდნენ. 

საკმაოდ უცნაური და საინტერესო განცხადება გააკეთა მატჩის წინ ''ინტერის'' პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, რომელმაც თქვა, ''იუვეს'' ჩემპიონობას ''მილანის'' ჩემპიონობა გვირჩევნიაო — რას უნდა ნიშნავდეს ეს? იმას, რომ ''ნერაძური'' ''როსონერისთან'' ძალით დამარცხდება? ეს ძალზე ძნელად წარმოსადგენია, თუმცა ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

დანარჩენი შეხვედრებიდან, რა თქმა უნდა, ''იუვენტუსის'' მატჩი უნდა გამოვარჩიოთ: ''ბიანკონერი'' სიციალის ესტუმრება, სადაც მას ''კალიარი'' დაუხვდება და ფაქტია, რომ ანტონიო კონტეს დაუმარცხებელ სამწყსოს ადვილი გასეირნება არ ელით.

5 მაისი

ლეჩე-ფიორენტინა 20:00

რომა-კატანია 22:45


6 მაისი

სიენა-პარმა 14:30

ნოვარა-ჩეზენა 17:00

პალერმო-კიევო 17:00

ატალანტა-ლაციო 17:00

უდინეზე-ჯენოა 17:00

ბოლონია-ნაპოლი 17:00

კალიარი-იუვენტუსი 22:45

ინტერი-მილანი 22:45

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 36 21 15 0 63-19 78

2. მილანი 36 23 8 5 70-28 77

3. ნაპოლი 36 15 13 8 64-43 58

4. უდინეზე 36 16 10 10 48-35 58

5. ლაციო 36 16 8 12 51-46 56

6. ინტერი 36 16 7 13 53-50 55

7. რომა 36 15 7 14 55-50 52

8. პარმა 36 13 11 12 51-53 50

9. ბოლონია 36 12 12 12 39-42 48

10. კატანია 36 11 14 11 45-48 47

11. ატალანტა 36 13 13 10 40-38 46

12. კიევო 36 11 12 13 30-41 45

13. სიენა 36 11 11 14 44-41 44

14. კალიარი 36 10 12 14 37-44 42

15. ფიორენტინა 36 10 12 14 36-43 42

16. პალერმო 36 11 9 16 48-56 42

17. ჯენოა 36 10 9 17 48-67 39

18. ლეჩე 36 8 12 16 40-54 36

19. ნოვარა 36 6 11 19 31-63 29

20. ჩეზენა 36 4 10 22 22-54 22


შენიშვნა: ატალანტას დაკლებული აქვს 6 ქულა

ბომბარდირები

26 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 23 - კავანი (ნაპოლი); 21 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - მილიტო (ინტერი); 18 - პალასიო (ჯენოა).


ნანახია: 859 | დაამატა: nerazuri | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
1 nerazuri  
1
memgoni miscmems interis milans..arada minda ro mougon,mara didi mteria iuve interis,karoche morati gadawyvets ras izavs...

2 Baggio  
1
sisulelea, interi tamashs ar miscems milans ar arsebobs. forza inter flag3

3 nerazuri  
1
moratim ibazra mase da ravici aba... flag3

4 inter  
1

5 inter  
1
Gundi ara pormashi da ras izaven bijebi aze ar var ...

galiani galiani galiani

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter