როგორც Tuttosport იტყობინება, "რეალის" თურქი ნახევარმცველი ნური შაჰინი ზაფხულში კლუბს შეიცვლის. 24 წლის ნახევარმცველი, სავარაუდოდ, იტალიაში განაგრძობს კარიერას, რადგან ტრავმის გამო ესპანეთში ფეხი ვერ მოიკიდა. მისი შეძენის მთავარი პრეტენდენტები კი "მილანი" და "ინტერი" არიან. ამ უკანასკნელის ფასი კი 10-15 მილიონი ევროა.
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნური შაჰინი მომავალ სეზონს მადრიდის "რეალში" გაატარებს... "არ გვსურს თურქი მოთამაშის გაშვება, მას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ძალები გამოავლინოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ღირსია "ბლანკოსში" ასპარეზობის."
"პრესაში დაწერილი ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტები მხოლოდ ჭორაობენ და მეტი არაფერი, ნური არსად მიდის."