მილანის "ინტერის” შემტევმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს. ბრიტანული გამოცემაDaily Mail-ის ინფორმაციით, "სიტი” მზადაა, მილანელებს ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზოს. სნეიდერი "ინტერში” 2009 წლიდან გამოდის და 108 მატჩში 19 გოლი გაიტანა, თან 32 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
სხვათა შორის, "სიტის” ედენ აზარის შეძენა უნდოდა, მაგრამ ბელგიელმა კარიერის "ჩელსიში” გაგრძელება არჩია. ამის შემდეგ, მანჩესტერელები სნეიდერზე გადაერთვნენ.
|