იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი კრისტიან ვიერი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად სცნეს. თავის მხრივ, "ბობოს” აგენტი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად საჭირო საბუთები აქვს. "ვიერი 100%-ით უდანაშაულოა. მას ასეთ საქმეებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მიგვაჩნია, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ამას დავამტკიცებთ”, - ციტირებს ადვოკატის სიტყვებს Korrespondent-ი.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში, იტალიაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით არაერთი ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დაკითხრეს. სამართალდამცავებთან სერიოზული პრობლემები აქვთ დომენიკო კრიშიტოსა და სტეფანო მაურის. ეჭვმიტანილია ტურინის "იუვენტუსის” თავკაცი ანტონიო კონტეც, რომლის სახლიც სამართალდამცავებმა უკვე გაჩხრიკეს.
|