როგორც იტალიური მედია საშუალებები იტყობინებიან, "მილანის" ხელმძღვანელობა გუშინ შეიკრიბა და მოაწყო თათბირი, სადაც განხილული იყო გუნდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული თემები, ისეთი როგორიცაა მარიო ბალოტელის და უესლი სნეიდერის "როსონერიში" გადმოყვანა.
პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ, ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ და მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ერთად ისადილეს, სადაც მათ ეს ყველაფერი განიხილეს. ახალი გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გალიანი და ბერლუსკონი კვლავ ენდობიან ალეგრის, მიუხედავად პრეზიდენტის მიერ ალეგრის მიმართ გაკეთებული უარყოფითი კომენტარიბისა.
როგორც La Gazzetta dello Sport იტყობინება, იტალიელმა ტაქტიკოსმა ნახევარდაცვაში კიდევ უფრო მაღალკვალიფიცირებული ფეხბურთელები მოითხოვა და "ინტერის" ვარსკვლავი, უესლი სნეიდერი შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა სან სიროს ბინადრებისათვის. უფრო იაფი და შესაძლებელი ტრანსფერი არის "კატანიას" შედარებით ახალგაზრდა ნახევარმცველი, ფრანჩესკო ლოდი, რომელსაც კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.
ასევე ძალიან სავარაუდოა, რომ "მილანს" ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი შეუერთდება. ახალგაზრდა იტალიელს მუდამ პრობლემები აქვს ინგლისურ პრესასთან და რაც მთავარია, "ქალაქელების" მთავარ მწვრთნელთან, რობერტო მანჩინისთან.
|