მილანის "ინტერისა” და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატს მშვენიერ ფორმაში ხვდება.
"ბრწყინვალე ფორმაში ვარ. ევროპის ჩემპიონატის წინა პერიოდში სასურველ მდგომარეობაში ყოფნა ყოველთვის ადვილი არ არის, თუმცა ახლა საქმე სხვაგვარადა. იმედი მაქვს, რომ ეს ტურნირი ჩვენთვის წარმატებული გამოდგება”, – სნეიდერის სიტყვები Ek-მა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2012-ის ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიელები დანიელებთან, გერმანელებთან და პორტუგალიელებთან ერთად მოხვდნენ.