კვირა, 22.12.2024, 22:19
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 22 » სნეიდერმა ევროსთვის დაისვენა
15:13
სნეიდერმა ევროსთვის დაისვენა

ვესლი სნეიდერი ჰოლანდიური ვებ-გვერდის, NOS-ის ჟურნალისტს "ინტერულ" ყოფაზე გაესაუბრა.

- იმ გუნდში ირიცხებით,რომლის ღირსების დაცვაც გინდათ?

- ვერ მიგიხვდით რას გაულისხმობ.

- ახლახან დასრულებული სეზონი "ინტერისთვის"არცთუ სახარბიელო გამოდგა...

- მართალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნერიაძური ცუდი გუნდია.

- თუმცა, გამოცოცხლება აშკარად შეინიშნება...

- დიახ და ეს ანდრეა სტრამაჩიონის დამსახურებაა. მან იმდენი მოახერხა, რომ  დემორალიზებული "ინტერი" კვლავაც ბრძოლისუნარიანად აქცია და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად სულ ცოტა დაგვაკლდა.

- ის ტრავმა, რომელიც "ლაციოსთან" თამაშამდე მიიღეთ, საბოლოოდ მოირჩინეთ?

- არანაირი ტრავმა არ მქონია. დაშავებული რომ  ვყოფილიყავი, ახლა ჰოლანდიის  ნაკრების შეკრებაზე ვადაზე ადრე არ გამოვცხადდებოდი.

- აბა,  რაში იყო საქმე?

- მთელი სეზონი ლაზარეთში რომ მქონდა გატარებული, ერთი კვირის განმავლობაში სამი ერთულესი თამასის ჩატარებამ ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას დაღი დაასვა და "ინტერის" ხელმძღვანელები არჩევანის წინაშე დადგნენ. ან უნდა გაერისკათ და "ლაციოსთან" ვეთამაშებინე, რასაც შესაძლო იყო ჩემი ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ან დამესვენა. საბოლოოდ, მეორე ვარიანტზე შევჯერდით და სწორადაც მოვიქეცით, რადგან მესამე ადგილის  დაკავების  მიზერული შანსიღა გვქონდა დარჩენილი და "ლაციოსთვის"  რომც მოგვეგო, დასახულ მიზანს ვერ მივაღწევდით.

- ანუ, ბრინჯაოს მედლების მოპოვების იმედი თავიდანვე დაკარგული გქონდათ?

- პატარები აღარ ვართ ზღაპრების რომ გვჯეროდეს  და თითქმის დარწმუნებულნი ვიყავით, რომ "უდინეზე" მესამე ადგილს არ დაკარაგავდა. 

- გამოდის, კლუბი აღარ გაინტერესებდათ და აქცენტი ჰოლანდიის ნაკრებზე გქონდათ გადატანილი...

- არავითარ შემთხვევაში. ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ გავაკეთე და ჩემი თუ არ გჯერათ, მასიმო მორატის დაეკითხეთ.

- ნერიაძურიდან აბარგებას მართლა აპირებთ?

- სიმართლე გითხრათ, ახლა მაგაზე ლაპარაკის დრო არ არის, რადგან ევროპის ჩემპიონატი კარსაა მომდგარი და სხვა რაღაცეებზე საფიქრალად არ მცალია. აგენტიც გაფრთხილებული მყავს, რომ ჩემთან სატრანსფერო ამბებზე საუბრით თავი არ შეიწუხოს. თუმცა, ალბათ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ  მოხდა, "ინტერიში" დავრჩები. შეფები ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებენ, მწვრთნელიც გადასარევი გვყავს და მერწმუნეთ, მომავალ სეზონში კვლავაც უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

ნანახია: 604 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
1 interelia  
0
სნეი არ წახვიდე თორემ ვერ გაიხარებ სხვაგან ჩვენი ცოდვით :d

2 inter  
0
ra mikvirs to holandias yoveltvis dzlieri shemadgenloba yavda da maksimum rac gaaketes eg naxevar pinali iyo ...

4 interelia  
0
holnadia msoflio chempioni rom araa eg y l e robenis bralia

3 inter  
0

5 nerazuri  
0
sneijderi magari gvyavs da arsad ar unda gaushvan...holandia exlac magrad gaqachavs flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter